იაგო ხვიჩია - მარიხუანას ფესტივალზე სასულიერო პირებსაც ველოდებით 
იაგო ხვიჩია - მარიხუანას ფესტივალზე სასულიერო პირებსაც ველოდებით 

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მარიხუანას ფესტივალზე სასულიერო პირებსაც ელოდებიან.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ყველამ იცის, რომ საპატრიარქოში არსებობენ ადამიანების, ვინც მარიხუანას მოიხმარს“.

„არ ველოდები ექსცესებს, რადგან საპატრიარქოს აქვს რთული მორალური დილემა. ყველამ ვიცით, რომ საპატრიარქოში არსებობენ ადამიანბი, ვინც მოიხმარენ მარიხუანას. ჩვენ გვყავს ასეთი ნაცნობები, ვიცნობთ ასეთ მღვდლებს და ეს ხალხი პატიოსანი ხალხია, არ მიმაჩნი, რომ ისინი ცოდვილები არიან, ან რამეს აშავებენ, ჩვეულებრივი ჩემნაირი ადამიანები არიან, რომლებიც ჩვეულებრივად ცხოვრობენ. აქციაზე ამ ადამიანებისგან მე მოვარდნას კი არ ველოდები, არამედ ველოდები სტუმრობას, ველოდები მათ მიერ მართალი სიტყვის თქმას. ამას რომ არ ველოდებოდე, მაშინ იმედი უნდა მქონდეს გადაწურული სასულიერო პირებში საღი აზრის არსებობის. ზუსტად ვიცი და ნანახი მყავს სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიაში მარიხუანას მოიხმარენ, ისინი მორალური, პატიოსანი ხალხია და ეს მორალურობა ახლა არის დასამტკიცებელი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მარიხუანას ფესტივალს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი“ 20 ოქტომბერს თბილისში გეგმავს.