იაგო ხვიჩია - მარგველაშვილს ტალღის მოწყობა და „ქოცებთან“ ბრძოლა თუ უნდოდა, პრეზიდენტი იყო და შანსი ჰქონდა, საელჩოებს არ დაუჯეროთო, აბა, ვის იმედად ვიბრძოლოთ?
მარგველაშვილს ტალღის მოწყობა, „ქოცებთან“ ბრძოლა თუ უნდოდა, პრეზიდენტი იყო და შანსი ჰქონდა, შიგნიდან ებრძოლა უსამართლობისთვის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც მარგველაშვილი ამბობს: „ოპოზიციას აქვს ზედმეტი დამოკიდებულება პარტნიორებზე, არ უნდა მივყვეთ, რასაც გვეტყვიან საელჩოებში, პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, მოხდეს რადიკალიზაცია“.
„ძლიერი არ ვარ იმაში, რომ გავარჩიო, მეოთხე პრეზიდენტი რას გულისხმობს. ზოგადად, ტალღის მოწყობაში შეიძლება ცუდი არაფერი იყოს, მაგრამ უნდა შეგეძლოს. მარგველაშვილისგან ეს ცოტა უცნაურად გამოიყურება, რადგან ტალღის მოწყობა და „ქოცებთან“ ბრძოლა თუ უნდოდა, პრეზიდენტი იყო და შანსი ჰქონდა, შიგნიდან ებრძოლა უსამართლობასთან. რადიკალიზაციისკენ მომწოდებელი პრეზიდენტი არ მახსენდება, როცა თანამდებობაზე იყო. საელჩოებს არ დაუჯეროთო, აბა, ვის იმედად ვიბრძოლოთ?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.