იაგო ხვიჩია - ლევან იოსელიანი ჩემი მეგობარია, შესაბამისად, ჩემი პირადი მხარდაჭერა ექნება
იაგო ხვიჩია - ლევან იოსელიანი ჩემი მეგობარია, შესაბამისად, ჩემი პირადი მხარდაჭერა ექნება

ლევან იოსელიანი ჩემი მეგობარია, შესაბამისად, ჩემს მეგობარს ჩემი პირადი მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი.

„ექნება თუ არა „გირჩის“ მხარდაჭერა, ამასთან დაკავშირებით ალბათ საუბარი დასაწყებია. მისგანაც სათქმელია პოზიცია, ჩვენგანაც შესაჯერებელია საკითხები და ალბათ პასუხი ამის შემდეგ იქნება. რაც შეეხება პირადად ჩემს მხარდაჭერას ჩემი მეგობრის მიმართ, მეგობრებს ვენდობი და მხარს ვუჭერ ან ისინი ჩემი მეგობრები არ არიან. ლევან იოსელიანი ჩემი მეგობარია და ამით ყველაფერი ვთქვი. შესაბამისად, სჯობს, სხვას ჰკითხოთ ნეიტრალური და მიუკერძოებელი კომენტარებისთვის. მე მიკერძოებული ვარ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აღარ აპირებს.

„არა. საქართველოს მოსახლეობას ერთხელ ჰქონდა შანსი ჩვენი არჩევის, მეორეჯერ აღარ ექნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.