იაგო ხვიჩია - „ლელო“ ვერ გადალახავს ბარიერს, თუ ისევ გახარია არ შეიერთა და პირიქით, ამ ხალხს ვურჩევდი, მოაწყონ პოლიტიკური ქორწილი და მერე ილაპარაკონ, რომ ბარიერს გადალახავენ
„ლელო“ ვერ გადალახავს ბარიერს, თუ ისევ გახარია არ შეიერთა, როგორც გახარია ვერ გადალახავს ბარიერს, თუ „ლელო“ არ შეიერთა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, მათ ურჩევს, „სასწრაფოდ მოაწყონ პოლიტიკური ქორწილი და შემდეგ ილაპარაკონ იმაზე, რომ ბარიერს გადალახავენ, ყველაფერი კარგად არის და ასე შემდეგ“.
„დანარჩენი, მგონია, რომ კარგი შესავალია პოლიტიკური ქორწილისთვის, მაგრამ საბოლოოდ ყველა ამისთვის ემზადება ორივე პარტიაში და გულშემატკივრობენ საკუთარ ლიდერებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.