იაგო ხვიჩია - „ლელო“ საფეხბურთო მოედანზე მოკლეკაბიანი ლამაზი გოგოსავით არის, ყველას უნდა ამ გუნდში ყოფნა, მაგრამ არა ფეხბურთის თამაშის მიზნით
„ლელო“ საფეხბურთო მოედანზე მოკლეკაბიანი ლამაზი გოგოსავით არის, ყველას უნდა ამ გუნდში ყოფნა, მაგრამ არა ფეხბურთის თამაშის მიზნით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, იგი ეთანხმება ოპოზიციური პარტიების გამსხვილებების იდეას.
„გამსხვილებების იდეას ვეთანხმებით. სჯობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი პარტიით გადიოდეს არჩევნებზე, მაგრამ ორსაც არა უშავს. „ლელო“ მოკლეკაბიანი ლამაზი გოგოსავით არის საფეხბურთო მოედანზე, სადაც ყველას უნდა, ის მის გუნდში იყოს, მაგრამ არა ფეხბურთის თამაშის მიზნით. ასე იყვნენ გვარამია და მისი მეგობრებიც, გახარიასა და მის მეგობრებსაც იგივე მოტივები ამოძრავებთ „ლელოს“ მიმართ. აქედან რა გამოვა, არ ვიცი, მაგრამ პროცესს ინტერესით შევყურებ, რადგან „ლელო“ პოლიტიკაში გახარიას გამო არსებობს. როგორც მოკლეკაბიანი ქალი ელვარებს სადღაც, ისე ელვარებს „ლელოს“ ფულიც, მაგრამ საფეხბურთო მოედანი არ არის ამ ელვარების ადგილი, ისევე როგორც „ლელოს“ ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში“, – აღნიშნა ხვიჩიამ.