იაგო ხვიჩია - კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც ენჯეოსექტორი აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესებს, რადგან რასაც ითხოვენ, იმით ქართველი ხალხის ინტერესი ვერ იქნება დაცული
მგონი, ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც ენჯეოსექტორი აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესებს, რადგან რეალურად რასაც ითხოვენ, იმით ქართველი ხალხის ინტერესი ვერ იქნება დაცული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
ხვიჩიას თქმით, ის არ ეთანხმება არასამთავრობოების აღნიშნულ მოთხოვნას.
„ვინც იქნება რუსეთის სახელმწიფოს მიერ სპეციალურად შემოგზავნილი, ის მაინც შემოვა და ჩვეულებრივი ხალხი მათ შორის ნაცნობი, მეგობრები, სტუმრები და საქართველოს მოქალაქეები გაიჭედებიან. ეს ვერ დაგვიცავს ვერც რუსული პროპაგანდისგან სინამდვილეში, ვერც რუსული ანექსიისგან, ვერც ვერაფრისგან. უბრალოდ ხელს შეუშლის ჩვენს მოქალაქეებს მოემსახურონ სხვა ადამიანებს და ამაში მიიღონ შემოსავალი. აქედან გამომდინარე, მე ამას არ ვეთანხმები და მოვუწოდებ არასამთავრობო სექტორს, რომ იმის ნაცვლად ახლა რასაც აკეთებენ, უფრო სასარგებლო საქმით დაკავდნენ საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს.