იაგო ხვიჩია - ხელისუფლების კამპანია მიმართულია, რომ ხალხს უთხრას, ამერიკისა და ევროპის იმედი ნუ გექნებათ, ჩვენ რასაც გეტყვით, ის მოხდებაო
ვისურვებდი, დასავლეთი ჩვენ გამო იმდენად წუხდებოდეს, რომ „ქართული ოცნების“ სათაკილო გადაწყვეტილებები ყოველთვის მათი სერიოზული განხილვის საგანი ხდებოდეს, მაგრამ იმის მეშინია, რომ იმდენად არავის ვაინტერესებთ, ჩვენი ყველა კაპრიზი აიტანონ და ამ შეურაცხყოფას ღიმილით უპასუხონ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ხელისუფლების კამპანია მიმართულია იმისკენ, რომ „ოცნებამ“ ხალხს უთხრას, ამერიკისა და ევროპის იმედი ნუ გექნებათ, ჩვენ რასაც გეტყვით, ის მოხდებაო.
„სინამდვილეში, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ „ქართული ოცნების“ ნება არ შეფერხდეს ისეთი მეორეხარისხოვანი თემებით, როგორებიც არის ხალხის გადაწყვეტილება და დემოკრატია და ა.შ.“ – განაცხადა ხვიჩიამ.