იაგო ხვიჩია - ხელისუფლების ადგილზე, აქამდეც ვიფიქრებდი სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე, ქვეყნის მომავალი არავის უნდა გადავაყოლოთ
იაგო ხვიჩია - ხელისუფლების ადგილზე, აქამდეც ვიფიქრებდი სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე, ქვეყნის მომავალი არავის უნდა გადავაყოლოთ

იუსტიციის მინისტრის შეთავაზება, შეიძლება, კარგია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებისთვის ეს საკმარისი არ არის. მიხეილ სააკაშვილს ტყვეობაში გამოჯანმრთელება უჭირს, ამიტომ ისედაც გასაგებია, რა და როდისაა ამ საქმეში გასაკეთებელი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ქვეყნის მომავალი არავის, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის უნდა გადაყვეს.

„ჩვენ ახლა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების პროცესში ვართ და ამ პროცესში საჭიროა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კონსენსუსიც. ამ კონსენსუსის მისაღებად, ხელისუფლების ადგილზე, მე აქამდეც ვიფიქრებდი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე. მოგვწონს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მომავალი არავის, არც მიხეილ სააკაშვილს არ უნდა გადავაყოლოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

29 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა: „იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე, მას ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში“.