იაგო ხვიჩია - კეზერაშვილი „ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე არაფერს იტყვის, რა ტოტზეც ზის, იმას არ ჭრის, რადგან ძირს აქამდეც ჩამოვარდებოდა
კეზერაშვილი „ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე არაფერს იტყვის, რა ტოტზეც ზის, იმას არ ჭრის, რადგან ძირს აქამდეც ჩამოვარდებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოწინააღმდეგეების ქოლცენტრებს ხურავს და ქართული ბაზრიდან აგდებს.
„კეზერაშვილი, როგორ ჩანს, მოხერხებული ადამიანია, ის წარმატებით ურთიერთობას ახერხებდა სააკაშვილთან, თან ისე, რომ ფაქტობრივად მას ებარა „ნაცმოძრაობის“ სალარო. შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყო თანამშრომლობა ქოლცენტრების საქმეზე. კეზერაშვილმა ევროპელი პენსიონერების ძარცვის უნიკალური ცოდნა საქართველოში შემოიტანა და „ქართულ ოცნებას“ ასწავლა, მგონი, ეს მისი პირველი შეცდომა იყო. არ შეიძლება, ასეთი უნიკალური ცოდნა „ქოცებს“ მისცე, რადგან შემდეგ მის გარეშე დაიწყებენ ამ საქმეს და ბიზნესიდან მის გაგდებას მოინდომებენ, რასაც ახლა ვხედავთ. „ქართული ოცნება“ მოწინააღმდეგეების ქოლცენტრებს ხურავს და ქართული ბაზრიდან აგდებს. კეზერაშვილი „ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე არაფერს იტყვის, რა ტოტზეც ზის, იმას არ ჭრის, რადგან ძირს აქამდეც ჩამოვარდებოდა“, – აღნიშნა ხვიჩიამ.