იაგო ხვიჩია - კახა კუჭავას საკმარისად არ ვიცნობ, რამდენიმე ადამიანს ვკითხე მასზე და ცუდი არაფერი უთქვამთ
შეიძლება, რა მიზეზიც თქვეს, იმაში იყოს სიმართლის მარცვალი და სხვა რამეც იყოს დამატებული, ნებისმიერ შემთხვევაში, ამას დავინახავთ მაშინ, როცა პარლამენტში შევალთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ არჩილ თალაკვაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.
„გვახსოვს, თალაკვაძე როგორი ადამიანია და როგორ იქცეოდა, როგორც თავმჯდომარე. ახლა კუჭავაზე დავინახავთ და შევადარებთ“,- განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ხვიჩია აცხადებს, რომ ამ საკითხზე კოლეგებთან კონსულტაციებს გაივლის.
„არ მიფიქრია, კოლეგებთან კონსულტაცია მინდა. კუჭავას საკმარისად არ ვიცნობ. რამდენიმე ადამიანს ვკითხე მასზე და ცუდი არაფერი უთქვამთ. „ქართული ოცნების“ სპიკერი ვინ იქნება, იმდენად მაინტერესებს, რამდენადაც მასთან კომუნიკაცია შევძლო. კომუნიკაცია არ მიჭირდა თალაკვაძესთან, კუჭავასთანაც არ გამიჭირდება. არ ვიცნობ, იმედია, მალე მექნება ამის საშუალება“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.