იაგო ხვიჩია - ჯოზეფ ბორელისგან გავიგე, რომ ყველაფერი ესმის, რაც ჩვენს თავს ხდება, არ გამოვრიცხავ, სტატუსი რაღაც დათქმებით მოგვცენ
ჯოზეფ ბორელისგან გავიგე, რომ ყველაფერი ესმის, რაც ჩვენს თავს ხდება. სტატუსს ახლა არ ვიმსახურებთ, თუმცა ევროკავშირს ესმის, რომ სტატუსის არმოცემა, შეიძლება, საფრთხე იყოს გარუსების თვალსაზრისით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, არ გამორიცხავს, საქართველომ სტატუსი რაღაც დათქმებით მიიღოს.
„ადამიანი საქართველოში ჩამოსულია იმ განწყობით, რომ ოღონდ ჩვენ რაიმე გავაკეთოთ, რათა მიგვიღონ, მაგრამ „ქართული ოცნება“ იბრძვის, რომ არაფერი გააკეთოს. არ გამოვრიცხავ, სტატუსი რაღაც დათქმებით მოგვცენ. ამიტომ ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაოს იმაზე, რა შეიძლება იყოს ასეთი დათქმები, რომ მისი შესრულება პრინციპული იყოს და რაღაცნაირად გარანტი, რომ ისინი სხვა რამეს არ გააკეთებენ, რაც ევროპას არ უნდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.