იაგო ხვიჩია - ისეთი პარლამენტია, ვერ გამოვრიცხავ, აქ ყოფნა ვინმეს მოსწყინდეს და წასვლა უნდოდეს
ეს ისეთი პარლამენტია, ვერ გამოვრიცხავ, რომ აქ ყოფნა ვინმეს მოსწყინდეს და აქედან წასვლა უნდოდეს. შესაბამისად, კრიტიკაც ჩემთვის კომფორტული არ იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ, არგუმენტაცია აკლია.
„ამ პარლამენტს სხვა სახის პრობლემები აქვს, ამაში დამნაშავეა, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“. ის, რაც ამ ორი პარტიის მოქმედებების შედეგად დარჩა, არ არის ისეთი სახალისო და გამომწვევი, რის გამოც შეიძლებოდა, ხაზარაძე პარლამენტში შემოსულიყო. მგონია, რომ ახლა აკლია არგუმენტაცია, რას უკავშირდება მისი გადაწყვეტილება. თუ გინდა, საქმე კარგად გამოგივიდეს, ხალისით უნდა აკეთო და ის, რომ დეპუტატები ხალისით არ მუშაობენ, ხან ბოიკოტია, ხან რაღაც არის, ყველას გვაზიანებს და მუშაობის მოტივაციას არ გაძლევს“, – განაცხადა ხვიჩიამ.