იაგო ხვიჩია - ისე გამოდის, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იტანჯება და ეს ტანჯვა გუნდის დანარჩენმა წევრებმა ლიდერის გარეშე უნდა გააგრძელონ
ვიდრე იმას გავარკვევდე, ნიკა მელიას მიერ პარლამენტის დატოვება გამართლებულია თუ არა, უნდა ვიცოდე, რატომ გააკეთა ეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„უბრალოდ, ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხვდები, რის გამო შეიძლებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს გუშინ არ ეთქვა უარი პარლამენტში ყოფნაზე და დღეს ეთქვა, რა შეიცვალა? ეს შარლ მიშელის დოკუმენტის გამო ხდება? მაშინ, რატომ არ არის ხელმოწერილი დოკუმენტი ამავე პარტიის მიერ? მგონი, რაღაცნაირად ისე გამოდის, თითქოს, ეს ხალხი აქ იტანჯება და ტანჯვა უნდა გააგრძელონ გუნდის დანარჩენმა წევრებმა, მაგრამ რაღაცნაირად ლიდერს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, იქ მოუწევს წასვლა და გუნდის წევრებმა ლიდერის გარეშე უნდა იტანჯონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს.