იაგო ხვიჩია - IRI-ის კვლევებში რატომ არ არის არც ერთი ჩვენი პარტიის წარმომადგენელი, არ გავიზომეთ თუ არ გაგვზომეს? ეს კვლევები არაკვალიფიციურად ტარდება
IRI-ის კვლევებში რატომ არ არის არც ერთი ჩვენი პარტიის წარმომადგენელი, არ გავიზომეთ თუ არ გაგვზომეს? არაკვალიფიციური კვლევები პესიმიზმს აჩენს ამერიკისა და მათი ინსტიტუციების მიმართ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კვლევები არაკვალიფიციურად ტარდება.
„ვერასდროს დავადგინე, ჩვენ რატომ არ გვზომავენ? ინდივიდუალურად ისეთი ხალხია გაზომილი, რომელიც არც ჩვენზე რეიტინგულია და ტელევიზორში არც ჩვენზე ხშირად ჩანს.პრინციპი ვერ გავიგე, ვის რა კრიტერიუმით ზომავენ. წინა კვლევაში გაზომილი იყო საბა ბუაძე და არ ვიყავით ჩვენ. არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ ხდება და ხდება არაკვალიფიციურად. გამოკითხულთა 65% ამბობს, „არ ვიცი“, „არ გადამიწყვეტია“. მეტი რა უნდა გააკეთონ, რომ მივხდეთ, კვლევები არაკვალიფიციურია. აღნიშნული კვლევები არასწორად ტარდება და საზოგადოებაში არასწორ ვნებებს აღძრავს. ზოგადად, აშშ-ს ინსტიტუტებს რეპუტაციას უზიანებს, როცა რაღაცას ვერ აკეთებენ და პასუხი კითხვებზე არ გაქვს. რატომ არ არის არც ერთი ჩვენი პარტიის წარმომადგენელი – არ გავიზომეთ თუ არ გაგვზომეს? არაკვალიფიციური კვლევები პესიმიზმს აჩენს ამერიკისა და მათი ინსტიტუციების მიმართ. მათ მოვუწოდებდი, საქმეს ბევრად კვალიფიციურად მოეკიდონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.