იაგო ხვიჩია - იმედი მაქვს, პრეზიდენტის „მარებლობა“ წყვილის მორცხვობას დასძლევს და ხვალ ულამაზესი პოლიტიკური ნიშნობის მომსწრენი გავხდებით
იმედი მაქვს, პრეზიდენტის „მარებლობა“ წყვილის მორცხვობას დასძლევს და ხვალ ულამაზესი პოლიტიკური ნიშნობის მომსწრენი გავხდებით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს, რითიც სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ეხმაურება, რომ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიები გაერთიანდნენ.
„მოკლეკაბიანი ლამაზი ქალისგან თავის დაფასება არ უნდა გაგიკვირდეთ, მაგრამ იმედი მაქვს, პრეზიდენტის „მარებლობა“ წყვილის მორცხვობას დასძლევს და ხვალ ულამაზესი პოლიტიკური ნიშნობის მომსწრენი გავხდებით“, – წერს იაგო ხვიჩია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.