იაგო ხვიჩია - გუშინ შევხვდი ბატონ მდინარაძეს, ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც ქვეყნის პოლიტიკაში ხდება
ერთი წამით გვერდით გადავდოთ ემოციები და რაციონალურად გავარჩიოთ მტყუან-მართალი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა მასსა და მამუკა მდინარაძის შეხვედრაზე.
იაგო ხვიჩიას თქმით, უმჯობესი იქნება, თუ მსგავსი შეხვედრების შესახებ საჯაროდ ისაუბრებენ.
„გუშინ შევხვდი ბატონ მდინარაძეს. ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც ქვეყნის პოლიტიკაში ხდება. მე გავიგე პოზიციები იმის შესახებ, თუ რატომ არ თვლის ბატონი მდინარაძე ამ პროცესში „ქართული ოცნების“ დამნაშავეობასთან დაკავშირებით ჩემს კრიტიკას საფუძვლიანად. მე მოვისმინე, რა არგუმენტები აქვთ ამის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ჩვენ საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. მინდა, რომ ჩემი პასუხი, ჩემი კონტრარგუმენტი ამაზე იყოს საზოგადოებისთვისაც გასაგები. ჩვენ ერთი წამით გვერდით გადავდოთ ემოციები და ამ საქმეში რაციონალურად გავარჩიოთ მტყუან-მართალი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.