იაგო ხვიჩია - „გირჩმა“ ეს არჩევნები წააგო და ვფიქრობ, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა
იაგო ხვიჩია - „გირჩმა“ ეს არჩევნები წააგო და ვფიქრობ, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა

ჩვენ „გირჩმა“ ეს არჩევნები წააგო და ვფიქრობ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, არ ყოფილა არანაირი ექსცესები, რომელიც არჩევნებზე რამე ტიპის გავლენას მოახდენდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „გირჩის“ წევრები მხოლოდ მთაწმინდის არჩევნებს აკვირდებოდნენ.

„დღეს მთაწმინდაზე გამოცხადდა ამომრჩევლების მესამედი. მე დღეს ვიყავი 10 უბანზე და ვხედავდი, ადამიანებს ჰქონდათ სიები, ვისი იმედიც ჰქონდათ, რომ არჩევნებზე ისინი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, როგორიც მათ აწყობდათ, ორივე პარტიიდან ჩვეულებრივად ურეკავდნენ და ამ ხალხს იბარებდნენ საარჩევნო უბანზე. არ ვიცი ფულს უხდიდნენ თუ არა არ გამომიჭერია. არაფერი კანონდარღვევის ფაქტი არ იყო,  ასეთი არის პოლიტიკური რეალობა, რომელიც დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.