იაგო ხვიჩია - გიორგი გახარიას შანსს დრო გვაჩვენებს, ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.
„დრო გვაჩვენებს, ამ წუთას არაფრის თქმა არ შეიძლება. სულ ერთი დღეა კაცმა პარტია დააფუძნა. იცით, რომ მას ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, რომელზეც ზოგადად, პასუხის გაცემა ადვილი არ არის, მაგრამ დრო გვაჩვენებს. შანსი ყველას აქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, 29 მაისს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ შექმნა და პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა.