იაგო ხვიჩია - გააჩნია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერის სანაცვლოდ ჩვენ რას შემოგვთავაზებენ, დღევანდელ კონტექსტში, ის ხალხი არ ვართ, ვისაც „ქოცები“ შეევაჭრებიან, ბევრად იაფი ჯდებიან ჩვენი კოლეგები
ვინც პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ სიით შემოვიდა, თუ მათზე იტყვი, რომ სხვა ხალხია და „ნაცმოძრაობად“ არ განმარტავ, მაშინ შეიძლება, „ნაცმოძრაობა“ ყველაზე მოუსყიდველი პარტია იყოს დედამიწაზე, მაგრამ თუ პირიქითაა, მაშინ იმპიჩმენტის მხარდაჭერა დამოკიდებულია იმაზე, რამდენს გადაიხდიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, გააჩნია, მხარდაჭერა ვის რა უღირს.
„მხარდაჭერის სანაცვლოდ, ჩვენ გააჩნია, რას შემოგვთავაზებენ. თუ თავისუფალ სასამართლოს შემოგვთავაზებენ, ყველაფერს დავუჭერ მხარს. დღევანდელ კონტექსტში, ის ხალხი არ ვართ, ვისაც „ქოცები“ შეევაჭრებიან. ბევრად იაფი ჯდებიან ჩვენი კოლეგები, ვიდრე ჩვენ. ამ შემთხვევაში სააკაშვილის ფასი ცოტა მეძვირება, რადგან თუ გამოუშვებენ, მაშინ მხარს არ დაუჭერენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.