იაგო ხვიჩია - ფორმატი უნდა შევქმნათ, რომელიც გავრცელებული ჩანაწერების ამბავს სულ სხვა სერიოზულობით გამოიძიებს
ფორმატი უნდა შევქმნათ, რომელიც ამ ამბავს სულ სხვა სერიოზულობით გამოიძიებს და საუბარი უნდა იყოს არა ვინმეს დაკავება-დასჯაზე, არამედ გარკვევაზე, რა ხდება ჩვენს თავს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გავრცელებულ ჩანაწერებზე საბრისას განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საჭიროა რეფორმაზე ფიქრი, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
„მნიშვნელოვანი მოსმენები და საჯარო აქტი კი არ არის, არამედ პარლამენტის წევრებს მართლა გვაინტერესებს თუ არა, ის, რა ხდება ქართულ სპეცსამსახურებში. რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს, ეს ინფორმაციები მოხვედრილი ხომ არ არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში? ეს უფრო ბევრად სერიოზულია, ვიდრე საჯარო სივრცეში დაბარება და პარლამენტის ტრიბუნიდან საუბარი. ფორმატი უნდა შევქმნათ, რომელიც ამ ამბავს სულ სხვა სერიოზულობით გამოიძიებს და საუბარი უნდა იყოს არა ვინმეს დაკავება-დასჯაზე, არამედ გარკვევაზე, რა ხდება ჩვენს თავს და როგორ გვინდა ცხოვრების გაგრძელება – რეფორმაზე ვიფიქროთ, ვიდრე უარესი საქმეები არ აფეთქებულა. უბრალოდ, ვინმე დაიბარო და რაღაცები ისაუბროს, ეს უნდა მოხდეს და ამას არჩევნების შემდეგ ვისურვებდი, მაგრამ მთელი ეს პროცესი იმიტომ არის მოწყობილი, რომ საარჩევნო გარემოზე მოეხდინა გავლენა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.