იაგო ხვიჩია - ეტყობა, „ლელო“ ბევრ ფულს არ იხდის, თორემ როგორ დავიჯერო, ხაზარაძეს გაერთიანება უნდოდეს, ფულს იხდიდეს და „ენჯეოშნიკები“ რომ მიიყვანა, იმათ ვერ გაუწიოს წინააღმდეგობა?
ეტყობა, „ლელო“ ბევრ ფულს არ იხდის, თორემ როგორ დავიჯერო, ხაზარაძეს გაერთიანება უნდოდეს, ფულს იხდიდეს და „ენჯეოშნიკები“ რომ მიიყვანა, იმათ ვერ გაუწიოს წინააღმდეგობა? – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შესაძლო პოლიტიკურ გაერთიანებაზე განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ჯერ წარუმატებელი მარებლობა-მაჭანკლობის პროცესს ხედავს.
„იმედი მაქვს, მხარეები მოლაპარაკებების პროცესში ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ, მოლბებიან და „ჰეფი ენდით“ დაასრულებენ ამ დრამას, რომელიც რამდენიმე დღეა, მოგვიწყვეს. ეტყობა, „ლელო“ ბევრ ფულს არ იხდის და ვინც იქ არის, ვაჭრობს გახარიასთან მიერთების სანაცვლოდ დამატებით ანაზღაურებაზე. მგონი, უფრო ეს პროცესი მიმდინარეობს. როგორ დავიჯერო, ხაზარაძეს გაერთიანება უნდოდეს, ფულს იხდიდეს და „ენჯეოშნიკები“ რომ მიიყვანა, იმათ ვერ გაუწიოს წინააღმდეგობა? ბევრი მეგულება, ვისაც ხაზარაძისთვის ფულის წართმევა უნდა, მაგრამ თუ ფულს იხდის, მისთვის წინააღმდეგობის გამწევი არავინ არის. დიდი ძალა არ ექნებათ, მაგრამ ბარიერის გადალახვის დიდი ძალა ექნებათ. მგონია, რომ ეს არის მათი მიზანიც. ჩემი აზრით, მეტი „ლელო“ იქნება, რადგან ფული აქვს, გახარიას არც ფული აქვს და არც კარგი სივი. ის სჭირდებათ, რადგან ფიქრობენ, რომ, როგორც ყოფილი პრემიერი, მათ გაერთიანებას მეტ სერიოზულობას შესძენს“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შორის მორიგი მოლაპარაკებები პრეზიდენტის სასახლეში დღეისთვის არის დაგეგმილი.