იაგო ხვიჩია - ელენე ხოშტარია სააკაშვილის პოლიტიკური პარტნიორია, ჩემთვის გასაგებია, რომ ადამიანი დაკავებული ლიდერის გასათავისუფლებლად ყველა ღონეს ხმარობდეს
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტნიორია.
„ისინი ერთად იყვნენ კოალიციაში, ერთად იბრძოდნენ. შესაბამისად, თანამებრძოლს მე ავუკრძალო საკუთარი თანაგუნდელის, და შეიძლება ითქვას, ლიდერის მხარდასაჭერი შიმშილობა ან რადიკალური ფორმა, ჩემგან სწორი არ იქნება. წარმატებებს ვუსურვებ მათ.
„ქართულ ოცნებას“ სათანადოდ არ ვიცნობ, რომ გითხრათ, რას იზამენ ისინი. ბუნებრივია, დადებითი და უარყოფითი – ეს არის ყველა ადამიანის სუბიექტური დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. შესაბამისად, ჩემთვის გასაგები და ბუნებრივია, რომ ადამიანი დაკავებული ლიდერის გასათავისუფლებლად ყველა ღონეს ხმარობდეს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ელენე ხოშტარიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს და მხოლოდ წყალს მიიღებს. მისივე თქმით, მანამდე იშიმშილებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.