იაგო ხვიჩია - ჟანრის კლასიკაა, „ლელო“ თავის ჯოკერს აწვენს და „ვალეტ წკენტით“ უნდა „ვზიატკის“ წამოღება, რაც არ გამოდის
ბანალურ შეცდომასთან გვაქვს საქმე – ხაზარაძემ ჩათვალა, რომ ფულის გარეშე გაჩარხავდა შეთანხმებას, მაგრამ „ლელოსთან“ ფულის გარეშე შეთანხმება გახარიასთვის, სულ მცირე, გოიმობად მოსჩანს და პრეზიდენტის ხათრითაც უჭირს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიამ აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩემი დაკვირვებით, როცა გახარია „ლელოს“ ცხრიანზე უარის თქმას და ახალ გაურკვეველ ნუმეროლოგიურ თავგადასავალს სთავაზობს – ფულზე ევაჭრება, რადგან შეუძლებელია, არ იცოდეს, რომ ეს თვითონაც დააზიანებს. ბანალურ შეცდომასთან გვაქვს საქმე – ხაზარაძემ ჩათვალა, რომ ფულის გარეშე გაჩარხავდა შეთანხმებას, მაგრამ „ლელოსთან“ ფულის გარეშე შეთანხმება გახარიასთვის, სულ მცირე, გოიმობად მოსჩანს და პრეზიდენტის ხათრითაც უჭირს. ჟანრის კლასიკაა – „ლელო“ თავის ჯოკერს აწვენს და „ვალეტ წკენტით“ უნდა „ვზიატკის“ წამოღება, რაც არ გამოდის“, – წერს იაგო ხვიჩია.
გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკების გასაგრძელებელი პირობები დაასახელა. გახარიას განცხადებით, ეს პირობებია: „1. ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა. მივიჩნევთ, რომ ეს არის უსაფრთხო და სამართლიანი ყველასთვის; 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი; 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.