იაგო ხვიჩია - დიდი ხანია, ისედაც ტექნიკური მთავრობა გვყავს, აქამდე ბიძინა ივანიშვილმა დააკომპლექტა და ახლა „ენჯეოებიც“ იმავეს გვიპირებენ
დიდი ხანია, ისედაც ტექნიკური მთავრობა გვყავს, აქამდე ბიძინა ივანიშვილმა დააკომპლექტა და ახლა „ენჯეოებიც“ იმავეს გვიპირებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ახლა მთავრობის წევრები ტექნიკური ნიშნით არიან შერჩეულები და არა პოლიტიკურით.
„მინდა, ერთხელ პოლიტიკური მთავრობა გვყავდეს ანუ, მთავრობის წევრები პოლიტიკოსები იყვნენ. ახლა მთავრობის წევრები ტექნიკური ნიშნით არიან შერჩეულები და არა – პოლიტიკურით. ამ ქვეყანაში უკვე ისეთი სკანდალურია, რომ თქვა, პოლიტიკა პოლიტიკოსმა უნდა აკეთოსო, შეიძლება, ამის თქმის გამო ქოცად ან რუსეთის აგენტად მოგნათლონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.