იაგო ხვიჩია - დეოლიგარქიზაციის არცერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ
დეოლიგარქიზაციის არცერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ, რადგან ქვეყნის პრობლემას დეოლიგარქიზაცია არ ჰქვია და ადამიანები შეცდომაში შეგვყავს, თითქოს ოლიგარქები არიან ამ ქვეყნის პრობლემა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, კანონის მიღება უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე გამოასწორებს.
„როცა ოლიგარქები გვამართავდნენ და არ გვმართავდნენ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო ხელმძღვანელი. პრობლემაა ერთპიროვნული მმართველობა. ამისთვის არასწორი სახელის დარქმევა მიუღებელია. ადამიანს კანონით ებრძოლო, რომ თავი შეიზღუდოს, ამას მაინც და მაინც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩვენ ოდითგანვე გვქონდა პრობლემა ერთპიროვნული მმართველობის, რაც უფრო მეტი პრობლემაა, ოლიგარქია უკეთესი მმართველობის ფორმა შეიძლება იყოს, ვიდრე ერთპიროვნული. კანონის მიღება უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე გამოასწორებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.