იაგო ხვიჩია - დავესესხები მერაბიშვილის თანაგუნდელ ხაბეიშვილს და ვიტყვი, რომ ვინც იმ დღეს ქუჩაში იყო, ფეხებზე ეკიდა ყველა პარტია, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილის გათავისუფლება
დავესესხები ვანო მერაბიშვილის თანაგუნდელ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას და ვიტყვი, რომ იმ ხალხს, ვინც იმ დღეს ქუჩაში იყო, ფეხებზე ეკიდათ ყველა პარტია, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „რაც უფრო მეტჯერ წამოიწევა ეს თემა, მით უფრო „ქოცური“ გამოვა ეს განცხადება, რადგან ნებისმიერი მიტინგის დაშლის ყველაზე მოკლე გზაა ამ თემის დისკუსიაში შემოტანა“.
„საზოგადოებამ გადალახა ეტაპი, როდესაც „ნაცების“ საფრთხობელათი გვაშინებდნენ. ვფიქრობ, რომ არც „ქართულ ოცნებას“ გამოუვა ეს ამბავი, რომ ქართველი ხალხი „ნაცებით“ და მისი აქციებით შეაშინოს. ჩემი აზრით, არც ვანო მერაბიშვილს არ გამოუვა ეს. ამიტომ ჯობია, ვინც ამ თამაშს თამაშობს, ქართველი ხალხის შეშინების, ხელოვნური მტრობის გაჩაღებით და ხელოვნური ნაც-ქოცური ჩხუბით შემდეგ არჩევნებზე მათი წარმატების ძალიან მეეჭვება. ეგ ეტაპი, მგონია, რომ გადავლახეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.