იაგო ხვიჩია - ჩვენ ფიზიკურად არ ვიქცევით ევროპელებივით, არ ვამბობთ უარს ცუდ ზნე-ჩვეულებებზე, ამის გამო გვეუბნებიან ევროპაში შესვლაზე უარს
ჩვენ ფიზიკურად არ ვიქცევით ევროპელებივით, არ ვამბობთ უარს იმ ცუდ ზნე-ჩვეულებებზე, განსაკუთრებით მმართველობასთან დაკავშირებით, რომელიც ისტორიულად მოგვდგამს და ამის გამო გვეუბნებიან ევროპაში შესვლაზე უარს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ევროკომისიის საქართველოს მთავრობამ არ შეიმჩნია ის შენიშვნები, რასაც ეუბნებოდა დასავლეთი.
„საქართველოს მთავრობას როდესაც უთხრეს, დეოლიგარქიზაცაზე რომლის მიზანი, როგორც დაზუსტდა, ყოფილა ერთპიროვნული მმართველობის შესუსტება და შეჩერება, ეს არ შეიმჩნია „ქართულმა ოცნებამ“. პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც თითქმის ყველას შეეხებოდა, ვისაც ფული აქვს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, შესაბამისად, იმათ თავი იგრძნეს შეურაცხყოფილად, ამიტომ დაუმარცვლეს და დამარცვლით მიაწოდეს ეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობას. რაც უფრო ხშირად მოიტყუებ და გაისულელებ თავს, თითქოს შენ არ გეხება ეს რაღაცები, რაც გარანტირებულად შენ გეხება, მით უფრო გასაგებად დაგიმარცვლავენ და ისე გეტყვიან ამას.სრულიად ბუნებრივი პროცესია.
კითხავზე, იქნება თუ არა სანქციები, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა: „მე არ ვარ სანქციების გულშემატკივარი. მე ვფიქრობ, ეს პროცესი გადავა იქეთ წელს და ალბათ ერთ წელს მოგვცემენ ამ პრობლემის გამოსასწორებლად. იქნება ეს ამ მოთხოვნების შესრულება, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ შეცვლა. დაუსურლებლად ეს პროცესი არ წავა. როგორც ჩვენ გაგვაფრთხილა ევროკავშირის ელჩმა, ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მთელი სამყარო ჩვენ გარშემო ტრიალებს და მთელი სამყაროს ტვინი ახლა დაკავებულია საქართველოს პოლიტიკური ვითარების გარჩევით, ეს ასე არ არის. ჩვენ მიმართ ყურადღება შარლ მიშელის უშედეგო ვიზიტების შემდეგ მილევადია. ჩვენ თუ სასწრაფოდ არ ვუშველეთ ამას, ცოტა ხანში ფეხებზე ეკიდება ყველას, რა ხდება ამ ქვეყანაში“.
რაც შეეხება ევროპარლამენტის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც საუბარია სააკაშვილის გადაყვანა, ხაზარაძე ჯაფარიძე, გვარამიას საქმეების ჩაწერას, იაგო ხვიჩია აღნიშნა, რომ ეს მოსალოდნელი იყო.
„ჩვენ დიდი ხანია, მოვუწოდებდით მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვიცოდით, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ნაცმოძრაობასაც ყავს მეგობრები და ნაცნობები დასავლეთში, მათ შეუძლიათ საქმის გაფუჭებაც. თუ ადამიანი, ციხეში ზის და არ უშვებ, ამ ვითარებაში ხვდები ამ ამბავს, მაშინ შენ შეგუებულიც კი ხარ, რომ ეს ამბავი არ გამოგივიდეს. ასე, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომას აყოლებ ამ ქვეყნის ინტერესებს. რაც თავიდანვე იყო არასწორი და ამაზე პასუხისმგებელი ერთპიროვნულად და ცალსახად არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.