იაგო ხვიჩია - ჩემი შინაგანი განწყობაა, რომ გახარია ივანიშვილთან შეთანხმებით მოქმედებს, მაგრამ თუ არ მოქმედებდა, რასაკვირველია, რაც ჩაიდინა, ნებისმიერი გაგებით, ღალატია
იაგო ხვიჩია - ჩემი შინაგანი განწყობაა, რომ გახარია ივანიშვილთან შეთანხმებით მოქმედებს, მაგრამ თუ არ მოქმედებდა, რასაკვირველია, რაც ჩაიდინა, ნებისმიერი გაგებით, ღალატია

ჩემი შინაგანი განწყობაა, რომ გახარია ივანიშვილთან შეთანხმებით მოქმედებს, მაგრამ თუ არ მოქმედებდა, რასაკვირველია, რაც მან ჩაიდინა, ნებისმიერი გაგებით, ღალატია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „გაიხსენეთ, გახარია რატომ გადადგა 2021 წელს, იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე უნდა ჩამოეშალათ, ეს გააკეთებინეს გახარიას, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს“.

„მელიას დაკავებას ჯერ თავად ითხოვდა და ამაში ხალხს არწმუნებდა, შემდეგ კი, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ამ არგუმენტით წავიდა. გუნდმა შეიძლება მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამას ხელს ვერ მოვაწერ და მივდივარო, როცა ამბობ, რასაკვირველია, ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს, რომ გუნდის ჩამოშლა გინდოდა, არ გამოგივიდა და ამიტომ გადადექი. ეს, თავისი შინაარსით, ღალატია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.