იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, ყველა „გირჩში“ რჩება, თუმცა შიდა სიტუაციაზე და ზოგადად, ჩვენს ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ
იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, ყველა „გირჩში“ რჩება, თუმცა შიდა სიტუაციაზე და ზოგადად, ჩვენს ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ

თანამოაზრეები ვართ იმ საკითხში, რომელზეც აქ დავდივართ. არ მახსოვს საკითხი, რომ ოფისში მოვსულიყავით და მე და ზურა ჯაფარიძე არ ვყოფილიყავით თანამოაზრეები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარტიაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხვიჩია აცხადებს, რომ საჯაროდ აღნიშნულ პრობლემაზე საუბარს არ აპირებს.

„გირჩის“ შიდა სიტუაციაზე და ზოგადად, ჩვენს ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ ტელევიზიებთან. ჩემი აზრით, ყველა „გირჩში“ რჩება. ასე არ წყდება საკითხი. ამ ფორმატით არ ვისაუბრებ შიდა საკითხებზე. ჩემთვის ეს არ არის ისეთი საკითხი, რომ ტელევიზიებში ვილაპარაკო. ჩვენ „გირჩის“ შიდა ჯგუფებში დავიწყებთ ამაზე საუბარს და ვილაპარაკებთ, მათ შორის იმ კონფლიქტზე, რამაც აქამდე მოგვიყვანა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა კონფლიქტი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს, იაგო ხვიჩია პასუხობს რომ არა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ზურაბ ჯაფარიძის მორიგი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და სანდრო რაქვიაშვილს ცივილიზებული ფორმით დაშორება შესთავაზა, პასუხად კი, მიიღო რჩევა, „დაოკებულიყო“. ამასთან ჯაფარიძემ საკუთარ მხარდამჭერებს შესთავაზა, გამოკითხვის საშუალებით მათ გადაწყვიტონ, ვის დარჩება სახელი „გირჩი“ და პარტიის ფეისბუქის გვერდი.