იაგო ხვიჩია - ბიძინა ივანიშვილის წერილი რაღაცის პროლოგია, რაღაცის დასაწყისი, მთავარი მოქმედებები და სიუჟეტები წინ გველოდება
ბიძინა ივანიშვილის წერილი რაღაცის პროლოგია, რაღაცის დასაწყისი, მთავარი მოქმედებები და სიუჟეტები წინ გველოდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პოზიციები დაახლოებული რომ იქნება, ეს არავის გაკვირვებია.
„ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის ელჩს შეხვდა, მაგრამ რაზე ისაუბრეს, არ ვიცით. ვიცით, ომის საფრთხეების შესახებ, მაგრამ პოზიცია არ ვიცით. მოდით, სიუჟეტის გახსნას დაველოდოთ, რომელიც შემდეგი წერილებით გაიხსნება. იშვიათი შემთხვევაა, როცა მთელი სურათი გაუგებარია. არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები და არ წარმოვიდგნოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ ებრძვის, მათი პოზიციები დაახლოებული რომ იქნებოდა, ეს არავის გაგვკვირვებია. ომის საფრთხის შესახებ კამპანია მათი ყველაზე ცნობილი კამპანიაა და ბიძინა ივანიშვილმა ეს კამპანია რომ დაადასტურა, გასაკვირი არ არის. „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ყოფს „ნაცებად“ და „ქოცებად“ და მოიფიქრეს არარსებული ჯგუფი, რომელსაც ომი უნდა და თითქოს არარსებულ ჯგუფთან დაიწყეს ომის კამპანია, რომ ვინმეს ომი უნდა და ქვეყანას ვიცავთო. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს კამპანიური ხასიათი აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.