იაგო ხვიჩია - ბიძინა ივანიშვილი მიტინგზე რაღაც კონკრეტულის სათქმელად იყო მისული, ოპოზიცია მიტინგზე იპრანჭება, გეგონება, გამომსვლელი საცოლეს ან საქმროს ეძებსო, საქმით უნდა დავკავდეთ
ბიძინა ივანიშვილი მიტინგზე იყო მისული, რომ რაღაც კონკრეტული ეთქვა, რაღაცას დაჰპირებოდა ხალხს. ოპოზიცია მიტინგებზე იპრანჭება, გეგონება, მიტინგზე გამომსვლელი საცოლეს ან საქმროს ეძებსო, პრანჭვით არის დაკავებული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ოპოზიციის აქციები უნდა იყოს საქმიანი და ის ადამიანები იდგნენ ტრიბუნასთან, ვისი მოსმენაც ხალხს სურს.
„ჩვენ საქმით უნდა დავკავდეთ, აქციაზეც უნდა იდგეს საქმიანი ხალხი, ვისი ლაპარაკის მოსმენაც ხალხს უნდა. მე აქციის ორგანიზატორებისგან ვითხოვ, აუშვით პოლიტიკოსები, ოღონდ ისე, რომ პასუხს აგებდნენ საკუთარ სიტყვებზე. სავალდებულო არ არის, ხალხი ყველაფერს ტაშს უკრავდეს, არც დაუკრავს გიჟურ დაპირებას. ახალგაზრდებმაც უნდა იაქტიურონ, როცა გიჟობას დაიწყებს პოლიტიკოსი, უსტვინეთ, როცა რაღაც არ მოგეწონებათ, ემოციები გამოხატეთ, რადგან ჩვენ ცოცხალი პოლიტიკური პროცესი უნდა ჩავრთოთ ოპოზიციაში. ამ ადამიანებს წინასაარჩევნოდ ვუთხრათ, რომ „ქართული ოცნება“ თუ წავა, ერთპიროვნული მმართველობა აღარ იქნება. არც მიშა იქნება ერთპიროვნული მმართველი და არც გრიშა“, – განაცხადა ხვიჩიამ.