იაგო ხვიჩია - აშშ-ის მხრიდან სანქციები ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის, ჭკუა რომ ჰქონდეთ, ეს არც „ქოცების“ ინტერესებშია
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციები ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის.
„ჭკუა რომ ჰქონდეთ, ეს არც „ქოცების“ ინტერესებში შედის. „თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო“ – „ქართული ოცნება“ დაახლოებით ამ მდგომარეობაშია. მგონი, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის წინაშე თავის პოლიტიკურ საფლავს თავად ითხრის. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ყველასთვის გასაგები იყო, საით მივდიოდით და რა იყო ჩვენი მიმართულება, თუმცა, ამის ნაცვლად, მივიღეთ ვითარება, როცა თბილისიდან ვაშინგტონს „ვებლატავებით“, რაც არასერიოზულად გამოიყურება“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.