იაგო ხვიჩია - არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ვფიქრობთ, ყველაფერი გამოვიძიოთ, რადგან არ შეიძლება ასე ჭორები ვრცელდებოდეს
იაგო ხვიჩია - არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ვფიქრობთ, ყველაფერი გამოვიძიოთ, რადგან არ შეიძლება ასე ჭორები ვრცელდებოდეს

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, პარტიას ყავს წარმომადგენელი ცესკო-ში და მისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას.

„ჩვენ გვყავს წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჩვენ ველოდებით დღეს საღამოს მასთან გასაუბრებას, ამ პროცესების გარშემო რაც მიმდინარეობს ცესკო-სთან. მას შემდეგ გამოვთქვამთ აზრს ან თვითონ ბატონი ლევან ჯგერენაია გამოთქვამს ამ აზრს. მე ახლა არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია. ზოგად ტენდენციას, თუ გულისხმობთ იმას, რომ ცესკო-ში არჩევნები გაყალბდა თუ არა, ჩვენ ამ წუთას ამის ინფორმაცია არ გვაქვს და პირიქით ვფიქრობთ, რომ ყველაფერი გამოვიძიოთ, არც ერთი კითხვა არ დარჩეს ამასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი წევრიც არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და იქ თუ რაღაცა მოხდება ჩვენც უნდა ვიყვიროთ ამასთან დაკავშირებით ან უარვყოთ ეს ფაქტები, რადგან არ შეიძლება ასე ჭორები ვრცელდებოდეს და ჩვენ ხალხი, რომელსაც წარმომადგენელი გვყავს, ხმას არ იღებდეს“, – განახცადა ხვიჩიამ.