იაგო ხვიჩია - არასამთავრობო ორგანიზაციების სუბსიდირებას ისევ კახელი მეღვინეების სუბსიდირება სჯობს, რადგან ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმება
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნება არასამთავრობოების გაუქმებისკენ გადადგმული ბრწყინვალე ნაბიჯია, ოღონდ ამჯერად მათი მოსყიდვის გზით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების სუბსიდირებას ისევ კახელი მეღვინეების სუბსიდირება სჯობს, რადგან ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმება.
„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გრანტს მთავრობა უხდის, სამთავრობო ორგანიზაციები არიან. ანუ თავისი შინაარსით არასამთავრობო ვერ იქნება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებისკენ გადადგმული ბრწყინვალე ნაბიჯია, ოღონდ ამჯერად მათი მოსყიდვის გზით.
„ქართული ოცნების“ არასამთავრობო ორგანიზაციები აქამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა ეს არის მოსყიდვის გზა მათი გაუქმების მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაციების სუბსიდირებას ისევ კახელი მეღვინეების სუბსიდირება სჯობს, რადგან ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, მხოლოდ მათი გაუქმება. ხალხისთვის აუხსენელი იქნება, რატომ ვასუბსიდირებთ არასამთავრობოებს?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.