იაგო ხვიჩია - არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარიასი ეშინია, თუმცა „ქართული ოცნება“ უშვებს, რომ გახარიამ შესაძლოა, მათი ხმების ნაწილი წაიღოს
იაგო ხვიჩია - არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარიასი ეშინია, თუმცა „ქართული ოცნება“ უშვებს, რომ გახარიამ შესაძლოა, მათი ხმების ნაწილი წაიღოს

„ქართული ოცნებისთვის“ 43 პროცენტის ვერაღება არის შარი და იმისთვის, რომ არ გაატანოს „ქართული ოცნების“ ხმები გიორგი გახარიას, მმართველი გუნდი ცდილობს, საჯარო სივრცეში გაემიჯნონ გახარიას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საჯარო სივრცეში ამბობს, რომ გახარია ნამდვილი ოპოზიციონერია და მათიანი არ არის.

„გახარიას პარტია ახალია და კითხვებზე ჯერ არ უპასუხიათ. სავარაუდოდ, გახარია ემზადება აქტიური საარჩევნო კამპანიისთვის. ამ პროცესში ყველაფრის მოსმენას შევძლებთ. არ მჯერა იმ ნაწილის, რომ ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარიას ეშინია, თუმცა „ქართული ოცნება“ უშვებს, რომ გახარიამ შესაძლოა, მათი ხმების ნაწილი წაიღოს. მათი კამპანია სრულიად ბუნებრივია და ოპოზიციაც მსგავს კამპანიას დაიწყებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.