იაგო ხვიჩია - არ მაქვს მოლოდინი, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აღორძინებას დაიწყებს
არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აღორძინებას დაიწყებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“ ასე ვერ აღორძინდება იქიდან გამომდინარე, რომ ამხელა პარტიას იდეა უნდა გააჩნდეს და იდეა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება ვერ იქნება.
„ლევან ხაბეიშვილი სხდომათა დარბაზში ჩემ უკან ზის, ერთმანეთთან ადამიანურად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს და მას წარმატებებს ვუსურვებ. მოლოდინი იმის, რომ „ნაცმოძრაობა“ აღორძინებას დაიწყებს, არ მაქვს. მგონი, ხაბეს მიღმაა პროცესი, რომ „ნაცმოძრაობა“ ასე ვერ აღორძინდება იქიდან გამომდინარე, რომ ამხელა პარტიას იდეა უნდა გააჩნდეს და იდეა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება ვერ იქნება. იდეაზე რომ ფიქრი არ მიმდინარეობს, ამ პარტიის წარმატების მიმართ სკეპტიკური ვარ. ვიმედოვნებ, რომ „ნაცმოძრაობას“ ბევრი ადამიანი გამოეყოფა. ნებისმიერ პარტიას, რომელსაც ამომრჩეველი ჰყავს, ღირებულებები აქვს. „ნაცმოძრაობას“ თავისი ნაკლი რომ არ ჰქონდეს, რომ კონვერტირდეს მმართველ პარტიად, მისი ღირებულება უფრო მაღალი იქნებოდა. „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გარეშე საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს. თუმცა, არ მჯერა, რომ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლა შეუძლია და „ნაცმოძრაობას“ – სააკაშვილისგან წასვლა“, – განაცხადა ხვიჩიამ.