იაგო ხვიჩია - ვისი შექმნილიც არ უნდა იყოს ბატონი გახარიას პარტია, ჩემი აზრით, არ არსებობენ აბსოლუტურად მოუსყიდავი ოპოზიციური პარტიები
როგორც ვხვდები ნორმაა, რომ კაცი ვიდრე შემოვა და რამეს იტყვის, ერთხელ მაინც უნდა გყავდეს ნაგინები, მაგრამ მე ასე არ მოვიქცევი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, საინტერესოა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა.
„ვფიქრობ, უნდა დავაკვირდეთ, საით წაგვიყვანს პროცესი. ვისი შექმნილიც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს ბატონი გახარიას პარტია, ჩემი აზრით, არ არსებობენ აბსოლუტურად მოუსყიდავი ოპოზიციური პარტიები, თუ ისინი ოპოზიციურ ელექტორატზე მუშაობენ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესოა ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენა. მე ყოველთვის მიხარია, დამატებით მეგრელები რომ შემოდიან აქტიურ პოლიტიკაში. კონკურენციაში არ არის პრობლემა, პირიქით, კონკურენცია ზრდის ხარისხს. მთავარია, რეალურად ვიყოთ კონკურენტები. ხომ იყო პრემიერ-მინისტრი, ახლაც ხომ პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძვის სინამდვილეში, ამიტომ წინა ვადისგან განსხვავებული პრემიერ-მინისტრი რითი იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.