იაგო ხვიჩია - აქციების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ნაკლებად მჯერა, რომ ვაშაძის მიერ მოწოდებული აქციებით სასამართლო რეფორმა მოხდება
აქციების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ნაკლებად მჯერა, რომ ვაშაძის მიერ მოწოდებული აქციებით სასამართლო რეფორმა მოხდება. ამ თვალსაზრისით, ცოტა სკეპტიკური ადამიანი ვარ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სჯობს, ოპოზიციამ პარლამენტში განაგრძოს მუშაობა.
„ჯერჯერობით კარგად მივდივართ. ამ კომისიის ფარგლებში „ქოცებს“ კანონების მიღებაზე ვათქმევინეთ უარი. ეს გავაგრძელოთ, ამაზე უკეთეს საქმეს ვერასდროს ვერაფერს წარმოვადგენთ. ოპოზიცია ერთმანეთთან საუბარსაც თუ დაიწყებს, ესეც კარგი იქნება. ქუჩას რაც შეეხება, მგონი, ზოგიერთ ოპოზიციონერს ქუჩასთან კარგი მოგონებები არ აქვს და სჯობს, პარლამენტში გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა: „მოდით, გავშალოთ ფრონტი და ვთქვათ: „არა კლანს სასამართლოში“. საზოგადოების პროტესტის გარეშე „ქართული ოცნება“ უკან არ იხევს“.