იაგო ხვიჩია - „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის მცირე ნაწილი თუ არ შეიცვლება, შესაძლოა, ნიკა მელია აღმოჩნდეს ციხეში
„ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის მცირე ნაწილი თუ არ შეიცვლება, შეიძლება, ნიკა მელია აღმოჩნდეს ციხეში. მისი ციხეში აღმოჩენა წინააღმდეგობაში მოდის შეთანხმებასთან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ამასთან, ხვიჩია იმედოვნებს, რომ ნაციონალური მოძრაობა” დაგვიანებით, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს.
„იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” დაგვიანებით, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. იცით, რომ ეს აქამდეც მომხდარა. თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, გამოჩნდება უპასუხისმგებლობად, რადგან სარგებლობაა იმ პრივილეგიებით, რასაც ეს დოკუმენტი იძლევა, მაგალითად, 42-პროცენტიანი ბარიერი. მთელი კამპანია იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ” ეს პროცენტი არ აიღოს. ეს ორი დამოკიდებულება ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.