იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ხვიჩიას თქმით, აღნიშნული ცვლილებები არის „სირცხვილი და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა“.

„სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები. მანამდე ყველა საკონსტიტუციო განხილვაში ვერთვებოდი, მათ შორის, ხალხთან შეხვედრების ნაწილში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში განხილვაში არ ჩავერთვები, რადგან მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა – მე და მთავრობა რომ არ ვიყოთ, „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ-მეთქი. ამას ვერავის ვეტყვი. მაინტერესებს, ამას „ქოცები“ როგორ ეტყვიან, მინდა, დავაკვირდე, მაგრამ მათთან ერთად რომ მივიდე, ვინ გაარჩევს, მეც იმავე აზრზე ვარ თუ არა.

ჩემი აზრით, ეს არის სირცხვილი და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. მეც ვიყავი პატარა, მინახავს ფილმები და ფილმებში სცენები, სადაც ყველაფერი ისე არ იყო, როგორც სექსუალური ურთიერთობა წარმომიდგენია, მაგრამ არასდროს დამმუქრებია ის საფრთხე, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ სახავს. ვინმე რომ მოვიდეს და მაგინოს, ვის აკადრე, თითქოს მთავრობა რომ არ იყოს, ეს დამემართებოდაო – პასუხი არ მექნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.