იაგო ხვიჩია - 9 აპრილს აქციის გამართვა მცდელობაა, თქვან, რომ ეროვნული მოძრაობის გამგრძელებელი არიან, მე ვერ გავბედავდი, ამ დღეს დამეგეგმა აქცია, „ნაცმოძრაობაში“ გამბედავი ხალხია
„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილისთვის აქციის დაანონსება მცდელობაა, თქვან, რომ ეროვნული მოძრაობის გამგრძელებლები არიან. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, თავად აქციის 9 აპრლისთვის დაგეგმვას ვერ გაბედავდა.
„„ნაცმოძრაობის“ მიერ 9 აპრილს აქციის გამართვა რაღაცნაირი მცდელობაა, თქვან, რომ თავად არიან იმ დიდი საქმის გამგრძელებელი, რომელსაც ეროვნული მოძრაობა ერქვა. მგონია, რომ ამ ქვეყნის მიტინგების ისტორიაში 9 აპრილი მაინც სხვისი დღეა. მაგალითად, მე ვერ გავბედავდი, 9 აპრილს დამეგეგმა აქცია. „ნაცმოძრაობამ“ იმიტომ გაბედა, რომ გამბედავი ხალხია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.