იაგო ხვიჩია - 43 პროცენტის ვერაღების შემთხვევაში, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩანიშნოს
ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტის ვერაღების შემთხვევაში, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ ჩანიშნოს.
როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ 43 პროცენტის აღება ნაკლებად შეეძლო და ამიტომ 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა.
„ამის მიუხედავად, 43 პროცენტის ვერაღების შემთხვევაში, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩანიშნოს. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, პროექტზე ყველანაირი ჭორი მოვისმინე და იმდენად მრავალფეროვანია, განხილვას აზრი არ აქვს და სჯობს, დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ, მათი უზენაესობა “ქოცები“,- განაცხადა ხვიჩიამ.