ია მეტრეველი - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გამოვიდნენ როგორც დამნაშავეები და არა როგორც პოლიტპატიმრები, დიდი იმედი მაქვს, ოქტომბერში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ კრიმინალ „ნაცებს“
შეწყალება, გულისხმობს დამნაშავეების მიერ დანაშაულის აღიარებას, ისინი გამოვიდნენ როგორც დამნაშავეები და არა როგორც პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ია მეტრეველი აღნიშნავს, გიგი უგულავსა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებით პრეზიდენტმა ოპოზიციას არეულობის მოწყობის საშუალება არ მისცა.
ია მეტრეველი იმედოვნებს, რომ ოქტომბერში დიდი გამარჯვებით, ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდება კრიმინალი „ნაცები“, რის შემდეგაც ქვეყანა ნამდვილად ამოისუნთქებს.
„მინდა, გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება და ემოციები კრიმინალი ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვარ ძალიან აღელვებული და გულნატკენი, პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო. თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა, ალბათ იმიტომ მიიღო, რომ არ მისცა ოპოზიციას არეულობის მოწყობის საშუალება, რადგან მათ ზუსტად იციან, რომ არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და აწყობთ არეულობა, რევოლუცია. თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ რევოლუცია მათ არანაირად არ გამოუვათ, რადგან რევოლუციას ხალხი აწყობს, მათ კი ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ. კარგად ვნახეთ მათ მიტინგებზე, ორი კინკილა ხალხი ძლივს რომ გამოჰყავდათ. ასევე მინდა ავღნიშნო რომ შეწყალება, გულისხმობს დამნაშავეების მიერ დანაშაულის აღიარებას. ისინი გამოვიდნენ როგორც დამნაშავეები და არა როგორც პოლიტპატიმრები. დიდი იმედი მაქვს, ოქტომბერში დიდი გამარჯვებით, ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ, კრიმინალ „ნაცებს“, რის შემდეგაც ქვეყანა ნამდვილად ამოისუნთქებს.