იუსტიციის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რატი ბრეგაძეს ხვდებიან
იუსტიციის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან. ელჩები იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ხვდებიან.
შეხვედრაზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით იმართება, საელჩოების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნობიან.
შეხვედრას 22 საელჩოს წარმომადგენელი ესწრება, აქედან ხუთი ელჩია, დანარჩენები კი – ელჩების მოადგილეები.
12 მაისს სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.