ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ხმელთაშუა ზღვაში 109 მიგრანტი გადაარჩინა, მათ შორის ბავშვებიც არიან
ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ხმელთაშუა ზღვაში 109 მიგრანტი გადაარჩინა, მათ შორის ბავშვებიც არიან

ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ხმელთაშუა ზღვაში 109 მიგრანტი გადაარჩინა. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, ორი ცალკეული ოპერაცია ლიბიის სანაპიროსთან ახლოს ჩატარდა.

გადარჩენილ არალეგალ მიგრანტებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან, მათ შორის, ერთი ახალშობილია.

ამჟამად, მიგრანტები ჰუმანიტარული ორგანიზაციის გემის ბორტზე იმყოფებიან და საფრთხე აღარ ემუქრებათ.

ორგანიზაციის ცნობით, არალეგალი მიგრანტები ევროპის ტერიტორიაზე მიღწევას კუსტარულად დამზადებული ნავებით ცდილობდნენ.