ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 12 სატვირთო ღაზის სექტორში შევიდა
ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 12 სატვირთო ღაზის სექტორში შევიდა

ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 12 სატვირთო მანქანა ღაზის სექტორში შევიდა, – ინფორმაციას მედია პალესტინის წითელ ჯვარზე დაყრდნობით ავრცელებს.

პალესტინის წითელი ჯვრის საზოგადოება ამბობს, რომ 12 სატვირთო მანქანა ღაზაში შევიდა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით. მათივე ცნობით, მანქანებში იყო წყალი, საკვები, მედიკამენტები და სამედიცინო მარაგი, მაგრამ არა – საწვავი.

ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარული დახმარების გადატანა განახლდა, ღაზის სექტორში 74 სატვირთო მანქანა შევიდა.

როგორც მედია წერს, ისრაელი აგრძელებს საწვავის მიწოდების ბლოკირებას და ამბობს, რომ მიწოდების შემთხვევაში „ჰამასი“ საწვავს მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს.