რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ნატო ბალტიისპირეთში თავის საქმიანობას აძლიერებს, რაც რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის რისკს ზრდის

19:26, 23.11.2026

ნატო ბალტიისპირეთში თავის საქმიანობას აძლიერებს, რაც რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის რისკს ზრდის, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადისლავ მასლენიკოვმა.

„ალიანსი ბალტიისპირეთში განსაკუთრებულ აქტივობას ავლენს, რომლის შიდა ზღვად გადაქცევაც სურს… ეს ყველაფერი ზრდის როგორც შემთხვევითი ინციდენტების, ასევე რუსეთსა და ბლოკს შორის რეალური პირდაპირი კონფლიქტის რისკს“, – განაცხადა მასლენიკოვმა კონფერენციაზე „რუსეთი ევროპული უსაფრთხოების კრიზისის დროს“.

მსგავსი