Human Rights Watch-სომხეთის ხელისუფლებამ მოსახლეობის მშვიდობიანი შეკრების უფლება უნდა დაიცვას
Human Rights Watch-სომხეთის ხელისუფლებამ მოსახლეობის მშვიდობიანი შეკრების უფლება უნდა დაიცვას

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სომხეთის ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მოსახლეობის მშვიდობიანი შეკრების უფლება. პოლიციის ნებისმირი რეაგირება უნდა იყოს თანაზომიერი და შეესაბამებოდეს გაერო-ს სამართალდამცავი ორგანოების სტანდარტებს“, -ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.