„ჰუმან რაითს ვოჩი“ - უკრაინამ უნდა გამოიძიოს უკრაინელი სამხედროების მიერ აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების შესაძლო შემთხვევები
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩი“ ახალ ანგარიშში მოუწოდებს კიევს, გამოიძიოს უკრაინელი სამხედროების მიერ აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების შესაძლო შემთხვევები ქალაქ იზიუმსა და მის შემოგარენში, რასაც ადგილი ჰქონდა რუსული ოკუპაციის პერიოდში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ ნაღმების გამოყენების შედეგად დაშავდა 50 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ხუთი ბავშვი.
ამასთან ერთად, „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ ქვეითსაწინააღდმეგო ნაღმებს რუსული ძალები უკრაინის არაერთ ოლქში იყენებდნენ, თუმცა ეს ვერ გაამართლებს უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ამ ნაღმების გამოყენებას.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ უკრაინელი სამხედროები ნაღმების გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას იცავდნენ, თუმცა უწყებაში უარს ამბობენ, ომის დასრულებამდე დაასახლონ მათ მიერ გამოყენებული შეიარაღება.