ჰუბერტ ქნირში - საქართველოს მეგობრებმა დავასკვენით, რომ ამნისტია არის საუკეთესო გზა შექმნილ მდგომარეობასთან გასამკლავებლად
საქართველოს მეგობრებმა დავასკვენით, რომ ამნისტია არის საუკეთესო გზა შექმნილ მდგომარეობასთან გასამკლავებლად, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უკეთესი გეგმა თუ აქვს 20 ივნისის მოვლენებთან გასამკლავებლად, ისურვებდა ამ გეგმის მოსმენას მათგან.
„ამნისტიის კანონპროექტი არის რთული თემა. ამ საკითხზე შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ გარე დამკვირვებლების გადმოსახედიდან, ამ ქვეყნის მეგობრების გადმოსახედიდან, ჩვენ დავასკვენით, რომ ამნისტია არის საუკეთესო გზა შექმნილ მდგომარეობასთან გასამკლავებლად. შესაძლოა, იდეალური გამოსავალი არ გახლავთ, მაგრამ ეს საუკეთესო გზაა წინ წასაწევად. „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ აქვს სხვა გამოსავალი, როგორ უნდა გავუმკლავდეთ 20 ივნისის მოვლენებს, მე მინდა მოვისმინო ეს პრაქტიკული გეგმა მათგან და ვფიქრობ, საქართველოს საზოგადოებასაც სურს ამ გეგმის მოსმენა“, – განაცხადა ქნირშმა.